@air.org.ge
დამახსოვრება  
  
 

 

 

*ლექტორთა აღიარება


*რესურსები საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისთვის


*ბლოგები


*სოციალური მედია


*პარტნიორები

 

სასწავლო კურსი: ინტერნეტი, სოციალური მედია და პოლიტიკის ანალიზი

საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაცია აცხადებს მიღებას მოკლევადიან (5 დღიან), ინტენსიურ სერთიფიცირებულ სასწავლო მოდულზე „ინტერნეტი, სოციალური მედია და პოლიტიკის ანალიზი.“

მოდული გამიზნულია მედიის, არასამთავრობო ან საჯარო ორგანიზაციების, პოლიტიკის და/ან პოლიტიკის ანალიზის სფეროში დასაქამებულთათვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია ან მუშაობს კვლევის, ინფორმაციის შეგროვება–დამუშავების, ახალი და სოციალური მედიის პროფილით.

ამ პროგრამის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს ინტერნეტ–კვლევისა და ინტერნეტ აქტივიზმისათვის საჭირო ცოდნა და განავითაროს მათში ის ჩვევები, რაც აუცილებელია როგორც კვლევის წარმოებისათვის, ასევე პრაქტიკული საქმიანობების დაგეგმვისთვის. პროგრამა მონაწილეებს დაეხმარება როგორც სამეცნიერო–ანალიტიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე სხვადასხვა სპეციალიზებული (საჯარო და საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო მმართველობის, უსაფრთხოების, მედიის, საერთაშორისო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დარგებში) ან არასპეციალიზებული (ზოგადი) ინფორმაციის მოსაძიებლად, ამ ინფორმაციის სათანადოდ დასახარისხებლად, წყაროების უკეთ გასაანალიზებლად და ამ წყაროებისა და რესურსების მართებულად გამოსაყენებლად კვლევის, ანალიზის, საინფორმაციო საქმიანობის, კომუნიკაციების თუ ორგანიზების მხარდაჭერის მიზნით.

სასწავლო პროგრამის დასასრულს, მის მონაწილეებს შეეძლებათ ეფექტურად, უფრო მოკლე დროში მოიძიონ საჭირო ინფორმაცია და მართებულად შეაფასონ მოძიებული ინფორმაციისა თუ წყაროების სანდოობა და სარგებლიანობა, იქნება ეს პუბლიკაცია, ავტორი, სტატისტიკა თუ რაიმე სხვა და საჭიროების შემთხვევაში, ეფექტურად გამოიყენონ ეს რესურსები პროფესიული, პრაქტიკული მიზნებისათვის. პროგრამის მონაწილეები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებენ „ინტერნეტ ინტუიციას,“ შეისწავლიან კვლევითი საძიებო სისტემების ლოგიკას და ინტერნეტის ძირითად ელემენტებს, მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა მეტა თუ სპეციალიზებული საძიებო სისტემების შესახებ. პროგრამა რეალურ გარემოზე ორიენტირებულია და მონაწილეებს სთავაზობს ცოდნასა და ინფორმაციას ტრადიციული პრობლემების (ორგანიზება, ინფორმაციის გავრცელება–შეგროვება, კომუნიკაცია), გადაწყვეტის თანამედროვე, ინტერნეტზე დაფუძნებული შესაძლებლობების შესახებ.

პროგრამა მოიცავს როგორც ზოგად, თეორიულ ინფორმაციას ინტერნეტისა და პოლიტიკის კავშირის, ინტერნეტის საზოგადოებაზე, კომუნიკაციასა და მმართველობაზე ზეგავლენის შესახებ, აგრეთვე ინტერნეტ კვლევისა და ინტერნეტ აქტივიზმის ძირითად საკითხებს. პროგრამის უდიდესი ნაწილი ეთმობა პრაქტიკულ სავარჯიშოებსა და ინსტრუქციებს ინტერნეტ რესურსების სწრაფად და ზუსტად მოსაძიებლად.
პროგრამის ღირებულებაა 160 ლარი. სწავლება დაიწყება 17 ოქტომბერს და დასრულდება 21 ოქტომბერს.
პროგრამის მონაწილეებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი ნოუთბუქი/ლეპტოპი, bluetooth/Wi-Fi შესაძლებლობით. ტრენინგ–სესიები გაიმართება საღამოს 6:30 საათიდან 21:00–მდე. კურსის დასასრულს, მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია, რომელიც ხელმისაწვდომია აქ
შეკითხვებისათვის მოგვწერეთ: info@air.org.ge 
აპლიკაციების ჩაბარების ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი.

 

 

 
 

 

საერთაშორისო ურთიერთობების ასოციაცია  Copyright 2009 AIR All Rights Reserved.

Log In